21 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5-დან 7 წლამდე
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ge.lactalis.com
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- შიდა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ტენდერის გრაფიკის განსაზღვრა, CAPEX შესყიდვების პროცედურების შესაბამისად;
- შიდა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა შესასყიდი მოწყობილობების/დანადგარების დეტალური ტექნიკური მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების განსაზღვრისთვის;
- შიდა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სათადარიგო ნაწილების საჭირო სიის შედგენა, პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიცირება და შესყიდვის სტრატეგიის შემუშავება;
- პოტენციური მომწოდებლების/მომსახურების პროვაიდერების მოძიება, შეფასება და მოლაპარაკება: მათ შორის ფასის, ხარისხის, გადახდისა და მიწოდების პირობების შესახებ;
- მოწყობილობების/სათადარიგო ნაწილების შესყიდვისა და მიწოდების კოორდინაცია პროექტის ვადების დასაკმაყოფილებლად;
- მომწოდებლების სამუშაოს შესრულების მონიტორინგი, შეკვეთებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის ან შეუსაბამობის მოგვარება;
- შესყიდვების დოკუმენტაციის მართვა/წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ინჟინერიის ან სხვა მომიჯნავე სპეციალობაში)
- 5-7 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით (სასურველია საწარმოო, საინჟინრო ან სამშენებლო ინდუსტრიებში)
- MS Office-ის პროფესიულ დონეზე ფლობა;
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური - თავისუფლად, რუსული – საშუალო;
- ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და ანალიტიკური უნარები.დეტალებზე ორიენტირება, მრავალმხრივ ამოცანებთან გამკლავებისა და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - შესყიდვების მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 დეკემბერი
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 155
უნიკალური ნახვები 147