დღეს - 31 დეკ
სტარტი
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1-დან 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ნტექსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება : 900 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება ქოლ-ცენტრში ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • აუცილებელია რუსული/ ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;


ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
  • კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
  • მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

  • გასაუბრება;
  • მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@santeqservice.ge

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 68
უნიკალური ნახვები 66