16 დეკ - 05 იან
სტანდარტი
თურქულენოვანი მომხმარებელთა მხარდაჭერის აგენტი/ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი, დიღმის მასივი
- სრული განაკვეთი
- 2000 - 2500
- სხვა
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- თურქული,ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: orix@job4u.com
ორიქს დეველოპმენტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: თურქულენოვანი მომხმარებელთა მხარდაჭერის აგენტი/ქოლ-ცენტრის ოპერატორი
ძირითადი საქმიანობა:
როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის აგენტი, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მაღალი დონის სერვისის უზრუნველყოფაზე ჩვენი მომხმარებლებისთვის. თქვენი ყოველდღიური მოვალეობები მოიცავს:
- მომხმარებელთა პრობლემების გადაჭრა ჩატისა და ტელეფონის საშუალებით;
- გამავალი ზარების განხორციელება და შეთავაზებების მიწოდება მომხმარებლისთვის;
- საკითხების შესაბამის დეპარტამენტებში გადამისამართება;
- ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში (სასურველია კაზინოს მიმართულებით);
- გამართული მეტყველებისა და წერითი უნარები;
- სავალდებულოა ქართული და თურქული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენ გთავაზობთ:
- დინამიურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტუნარიან, ფიქსირებულ ხელფასს.
პირობები:
ცვალებადი სამუშაო გრაფიკი: 2 დღე - 12 საათიანი სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
ხელფასი: 2000-2500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
სამუშაო ადგილი: თბილისი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:ყველა კანდიდატი მიიღებს უკუკავშირს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:[orix@job4u.com]
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 277
უნიკალური ნახვები 234