17 დეკ - 31 დეკ
სტარტი
ლიდების გენერირების / გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hello@k2.ge
ტოიოტას ინდუსტრიული ტექნიკის ოფიციალური წარმომადგენელი შპს "კ2" აცხადებს ვაკანსიას ლიდების გენერირების / გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. "კ2" წამყვანი კომპანიაა სასაწყობე ინდუსტრიის დაგეგმარებისა და ტექნიკით აღჭურვის სფეროში. ძირითადი საქმიანობაა ტოიოტას ბრენდის დამტვირთველების და მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი, რეალიზაცია და შესაბამისი მომსახურების გაწევა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის მართვა და განვითარება
- კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება
- კომპანიის პროდუქციის კომერციული შეთავაზებების მომზადება
- გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და მონიტორინგი
- კლიენტებთან ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობების განვითარება
- ბაზრის კვლევა და ანალიზი, კონკურენციის მონიტორინგი
- ახალი კლიენტების მოძიება და შეხვედრების დაგეგმვა
- კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა და კლიენტებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი
- მონაცემების ანალიზისა და CRM სისტემებთან მუშაობის უნარები
- სასაწყობე/ინდუსტრიული ტექნიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება(სასურველია)
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- მართვის მოწმობა, B კატეგორია
პიროვნული თვისებები:
- მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- შედეგებზე ორიენტირებული
- ორგანიზებულობა,შრომისმოყვარეობა,კომუნიკაბელურობა
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
- პროფესიულ ტრეინინგებსა და ანაზღაურებად მივლინებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 სთ;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გურამ ქუთათელაძის ქუჩა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hello@k2.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " გაყიდვების სპეციალისტი“
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 149
უნიკალური ნახვები 147