03 დეკ - 02 იან
სტანდარტი
შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@4hs.ge
კომპანია 4Hospitals, სამედიცინო პროდუქტების პროვაიდერი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაოს აღწერილობა:
- ახალი მომწოდებლების მოძიების უზრუნველყოფა, კომპანიის პრიორიტეტების და ინტერესების შესაბამისად;
- ახალ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შეთანხმების მიღწევა;
- არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი;
- კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
- კომპანიის კომერციული დეპარტამენტის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების მუდმივი ანალიზი და შესყიდვების საქმიანობის შესაბამისი დაგეგმვის უზრუნველყოფა;
- კომპანიის მომწოდებელ კომპანიებთან გრძელვადიანი და მდგრადი ურთიერთობების განვითარება, კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით;
- მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და სხვა პირობების მუდმივი ანალიტიკა და კომპანიისათვის მოწოდებისა და შესყიდვის პირობების მუდმივ რეჟიმში გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- მომწოდებლებისგან მიღებული წუნდებული პროდუქციის პრობლემებზე ოპერატიული რეაგირების განხორციელება და კომპანიის ინტერესების ეფექტიანად გატარება;
- ტენდერებსა და კომერციულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის მიღება და ოპტიმალური მომწოდებლის მოძიება, კომპანიისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგების მიღწევის მიზნით;
- შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
- ლოჯისტიკის დეპარტამენტთან აქტიური კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების დროული განხორციელების მოთხოვნა შესაბამისი პირებისგან;
- პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი, საუკეთესო ფასის მისაღებად;
- საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, პოტენციური პარტნიორების მოძიება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება მათთან;
- საჭიროებისამებრ, პარტნიორ კლინიკებთან კომუნიკაცია, გაყიდვების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, კლინიკების მოთხოვნილებების უკეთესად გაცნობის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@4hs.ge
გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი
ნახვები 34
უნიკალური ნახვები 33