- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ქართულ-უკრაინული კომპანია შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აწარმოებს სამრეწველო (ძრავების, ინდუსტრიული, ჰიდრავლიკური და სხვა) ზეთებს და საპოხ საშუალებებს. 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე ქ.ქუთაისში და უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს. მრავალი წლის განმავლობაში უკრაინაში მიღებული გამოცდილების ხარჯზე კომპანია განუწყვეტლივ ახორციელებს ინვესტიციებს თავის განვითარებაში საქართველოში. ჩვენ ვეძებთ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი და მოტივირებულნი არიან პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე,
„უჯ ლუბრიკანტს“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციზე.
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის N 88, თიზ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1100 ლარიდან (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე).
ფუნქცია-მოვალეობები:
- წარმოების ოპერაციების ასახვა პროგრამაში (კალკულაციის საფუძველზე);
- რეალიზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შეტანა პროგრამაში;
- სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში გატარება;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და დოკუმენტაციის წარმოება;
- ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება სამუშაო ამოცანების ფარგლებში;
- რუსული ან უკრაინული ენის ცოდნა (აუცილებელია);
- ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია):
- 1 C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს ჩვენს კომპანიაში.
- კონკურენტული ანაზღაურება.
- კომფორტული, საინტერესო და მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე info@uglubricants.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტერ-ოპერატორი“ ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995551627551
„უჯ ლუბრიკანტსი “ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!