დღეს - 02 იან
ვიპ
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ec.ge
“EXPERTS FOR SOLUTIONS” საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ოპერირებს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისით, რომელთა შორის წამყვანი პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა, ასევე მშენებლობის ხარისხის კონტროლია. მისი მისიაა უწყვეტი განვითარებით შექმნას ყველაზე სანდო საკონსულტაციო მომსახურების ეკოსისტემა სამშენებლო სექტორში. შესაძლებლობა, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი, იურიდიული თუ ფიზიკური პირი მიიღებს სწრაფ და კანონმდებლობასთან შესაბამის სერვისს ხელმისაწვდომი ღირებულებით - ხარისხზე კომპრომისის გარეშე. “EXPERTS FOR SOLUTIONS”-ის მიზანი ბიზნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებაა. შესაბამისი რეგულაციების უზრუნველყოფისთვის, კომპანიის გამოცდილი ექსპერტები პარტნიორ მხარეებს წარმატებულ გამოცდილებას უზიარებენ.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.efs.ge
„𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ფოთი
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტ(ებ)ის მონიტორინგი და ანგარიშგება;
- კანონით განსაზღვრულ ბვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
- კანონით განსაზღვრულ ვადებში ინსტრუქტაჟების ჩატარება;
- იზრუნოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
- მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა;
- განახორციელოს ინსპექტირება შრომის უსაფრთხოების კუთხით;
- რეპორტინგის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამშენებლო სფეროში;
- სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის/ დიპლომის ფლობა;
- შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდატების ცოდნა;
- MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 9:00 – 18:00 საათი);
- ანაზღაურება: 1500 ლარი
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (СV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 4 იანვრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬 " დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬” ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
ნახვები 65
უნიკალური ნახვები 55