შემდეგი
06 დეკ - 03 იან
სტანდარტი
მორიგე ოპერატორ–რეგისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.mwlab@gmail.com
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
ლაბორატორიის მოქნილობა და მობილურობა ჩვენი მთავარი დანიშნულებაა.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ აცხადებს მორიგე ოპერატორ–რეგისტრატორის ვაკანსიას:
მდებარეობა: ქ.თბილისი.გივი ჟვანიას ქ.N15( ლუბლიანას N 33)
სამუშაო განაკვეთი: საღამოს 18:00 - დილის 10:00 მდე; შაბათ-კვირის შემთხვევაში 10:00 დან- 10:00-მდე;
ანაზღაურება : 24 საათიანი მორიგეობის შემთხვევაში 100 ლარი; 16 საათიანი მორიგეობის შემთხვევაში 75 ლარი
სამუშაოს აღწერა:
- რეგისტრაცია და საჭიროებისას სალარო ოპერაციების შესრულება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი რეაგირება;
- სოციალურ გვერდებზე და ელ.ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებზე სწრაფი რეაგირება;
- შემოსული მიმართვების საფუძველზე ანალიზების რეგისტრაცია ;
- ანალიზთან მიმართებით წარმოქმნილ ნებისმიერ ხარვეზზე სწრაფი რეაგირება;
- სამუშაო დღის ბოლოს მიმდინარე პროცესების გადაბარება, მორიგე რეგისტრატორისთვის
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია სამედიცინო მიმართულებით) ;
- უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირების უნარი;
- ოპერატიულობა და პუნქტუალობა
ბენეფიტები:
- ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც)
შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
რეგისტრატურა
ნახვები 116
უნიკალური ნახვები 111