06 დეკ - 04 იან
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ita.com.ge
კომპანია ‘იტა’ ეძებს გუნდის ახალ წევრს, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია იტა 2007 წლიდან მუშაობს რამოდენიმე მიმართულებით: სათადარიგო ნაწილები, სავაჭრო ობიექტები და ავტო მომსახურება. ფლობს იმპორტული პროდუქციის სადისტრიბუციო ქსელს საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი - 10:00 საათიდან - 14:30 საათამდე.
ანაზღაურება - გამოცდილების შესაბამისად ფიქსირებული + საბონუსე ანაზღაურება;
მისამართი – ქ.თბილისი, მარშალ გელოვნის გამზირი 54;
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
- ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, მათი მოთხოვნილებების შესწავლა კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
- კომუნიკაცია არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან პარტნიორობის შენარჩუნებისა და გაღრმავების მიზნით, შეხვედრების ორგანიზება, სიახლეების გაცნობა და პრობლემატური საკითხებზე მუშაობა;
- გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
- არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
- კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა;
- ტენდერებსა და ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება;
- ტენდერების შედეგის მიხედვით რეპორტის მომზადება და ხელშეკრულების გაფორმება;
- გაყიდვების სრული ციკლის განხორციელებად/ სხვადასხვა გაყიდვების არხების მართვა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის მიმართულებით;
- აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავოტმობილების საცხებ-საპოხი მასალების კორპორატიული გაყდვების მიმართულებით;
- ინგლისური ენის საკომუნიაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრეატიული აზროვნება;
- მოტივირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ და ზოგადი ცოდნა ინდუსტრიის და ტექნოლოგიების შესახებ;
შერჩევის ეტაპი:
გასაუბრების პირველი ეტაპი (დისტანციურად);
გასაუბრების მეორე ეტაპი (ოფისში);
ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროფესიულ სასწავლო ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - hr@ita.com.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 05.01.2025 წ.
„იტა“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
"იტა" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 282
უნიკალური ნახვები 273