10 დეკ - 08 იან
1C ინფორმაციული ბაზის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას 1C ინფორმაციული ბაზის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • ERP სისტემაში საცნობარო ელემენტების (სალაროები, საწყობები, ფიზიკური პირები, სატრანსპორტო საშუალებები, მომხმარებლები) დამატება;
  • ახალი კონტრაგენტის დამატება;
  • საკრედიტო დღეების დამატება და კონტროლი;
  • ლიმიტების დამატება და კონტროლი; კატეგორიების მინიჭება და კონტრაგენტების ბაზის განახლება პერიოდულად;
  • ფასდაკლებების პროგრამული დადგენა;
  • სავაჭრო აგენტების ვიზიტების გეგმის დადგენა/მონიტორინგი;
  • ბლოკირებების მოხსნა მოთხოვნის შემთხვევაში;
  • პოკეტების აწყობა და მომზადება სავაჭრო აგენტისთვის, საჭიროების შემთხვევაში სწავლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • 1C ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ბუღალტერია/ფინანსები
1C სპეციალისტი
ნახვები 56
უნიკალური ნახვები 55