შემდეგი
11 დეკ - 09 იან
1 C პროგრამის ადმინისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@colorgroup.ge
„კოლორ პაკი „- არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ პაკის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.
გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.
როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის ,ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს,ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად !
„კოლორ პაკი“ გეძებს შენ 1 C პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე :
ძირითადი მოვალეობები:
- 1C პროგრამაში წარმოების დოკუმენტების სრულყოფილად აღრიცხვიანობის კონტროლი.
- პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
- ლიცენზიების კონტროლი
- კომპანიისთვის საჭირო ახალი მოდულების დანერგვაში მონაწილეობა,ტესტირება და დანერგვა.
- თანამშრომელზე მორგებული ანგარიშების აწყობა.
- რეპორტინგი
- კომპანიის ტვის დახურვის პროცესში მონაწილეობა.
- სისტემის პროვაიდერებთან კომუნიკაცია
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების მზაობა/უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით
- 1 C პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფადაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის ქ. N 3
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@colorgroup.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@colorgroup.ge
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
1C სპეციალისტი
ნახვები 49
უნიკალური ნახვები 47