10 დეკ - 08 იან
სტანდარტი
გაყიდვების ჯგუფის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@gmpgeo.com
GM Pharmaceuticals წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.
GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამსახურს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
- ყოველკვარტალურ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო წარმომადგენლების გუნდის მართვა;
- გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- ორმაგი და აუდიტ ვიზიტების შესრულება;
- გაყიდვების ბიუჯეტის მართვა, ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი;
- პრეზენტაციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების ორგანიზება და გამართვა;
- ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პრეზენტაციის კარგი უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ორგანიზაციული უნარ-ჩევვები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 10 იანვრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
ნახვები 132
უნიკალური ნახვები 128