11 დეკ - 10 იან
სტარტი
მცირე და საშუალო SME ბიზნესის ბანკირი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@terabank.ge
ტერაბანკის თბილისის ფილიალში მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის ბანკირს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გაქვს მოლაპარაკებისა და გაყიდვების უნარი
- შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
შენი მოვალეობა იქნება:
- SME კლიენტების მოზიდვა, საკრედიტო/საოპერაციო პროდუქტების შეთავაზება
- ანალიტიკოსთან ერთად სესხის კომიტეტზე წარდგენა
- პირადი პორტფელის ზრდაზე და ხარისხზე ზრუნვა
- ყოველთვიური გეგმების შესრულება
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით
- საბანკო/საფინანსო სფეროში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე (მათ შორის Excel-ის პროგრამის)
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. N3
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
- ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | მცირე და საშუალო ბიზნესის ბანკირი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
SME საკრედიტო ოფიცერი
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 46