11 დეკ - 25 დეკ
სტარტი
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tera.jobs@terabank.ge
ტერაბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გაქვს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული
- შეგიძლია დროის ეფექტურად მართვა, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზირება
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
შენი მოვალეობა იქნება:
- მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტის კლიენტების საკრედიტო მომსახურება
- ყოველთვიური გეგმის შესრულება
- ფინანსური ანალიზის ჩატარება, პროექტის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა
- საკრედიტო პორტფელის შექმნა/შენარჩუნება
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკური განხრით
- ბანკში ბიზნეს სესხებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel-ის პროგრამის)
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. N3
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
- ანაზღაურება: ხელფასი + გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიტიკოსი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
SME საკრედიტო ოფიცერი
ნახვები 53
უნიკალური ნახვები 52