- სრული განაკვეთი
- 1500 - 2500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ინგლისური
თბილისი მედიკი არის საქართველოს ერთ-ერთი
წამყვანი კონტრიბუტორი სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუციასა და მომსახურებაში.
კომპანია გამოირჩევა სამედიცინო
პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრით,
რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ფოკუსირებულ მიმართულებებად. კომპანიის კორპორატიული
სტრატეგია გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოში ჯანდაცვის სექტორის საერთაშორისო
სტანდარტებით წინსვლასა და განვითარებაში.
ეს თბილისი მედიკია - ადგილი, სადაც გუნდური მიზნები და პასუხისმგებლობა გვაერთიანებს!
იხ. ვიდეორგოლი ჩვენს Facebook გვერდზე: https://fb.watch/vuY98inBYG/ ან ჩვენს
LinkedIn გვერდზე: https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7260569523894767616
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების იდეაზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ქმნიან გუნდურ სამუშაო გარემოს.
ამ გარემოში კი, ვეძებთ ახალ, კრეატიულ მარკეტინგის მენეჯერს.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- კონკრეტული პროდუქციის მიმართულებასთან მომუშავე გუნდთან მუშაობა;
- მუდმივი კომუნიკაცია და კონსულტაციები მომწოდებელ კომპანიებთან;
- სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, საჭირო ბიუჯეტის განსაზღვრა და აღსრულება;
- მორგებული კონტენტის შექმნა და კრეატიული ინიციატივების შეთავაზება.
თუ აკმაყოფილებ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- B2B მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სოც. მედია ქსელებისთვის კონტენის შექმნის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Power Point);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
მაშინ სწორ ადგილას მოხვდი, რადგან თბილისი მედიკში დაგხვდება: პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; „Agile“ სტრუქტურაში, პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; სამედიცინო დაზღვევა; სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ – 18:00 სთ
- შრომითი ანაზღაურება : ფიქსირებული 1500 - 2500 ლარი (NET)
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ქ. ლუბლიანას 28ა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: HR@tbilisimedic.ge