12 დეკ - 11 იან
სტარტი
ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 + ბონუსი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ზუგდიდში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად

ძირითადი სამუშაო მოვალეობებია:
  • სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან;
  • კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში;
  • კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით;
  • გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;

ჩვენი მოთხოვნებია:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;
  • სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს;
  • ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას;
  • სწრაფ პროფესიულ ზრდას;
  • საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს;
  • პირად სამუშაო ინვენტარს;
  • კორპორაციულ ტელეფონის ნომერს;
  • სამგზავრო ბარათს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: asokhadze@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ქალაქი (ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი - ზუგდიდი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 24
უნიკალური ნახვები 24