17 დეკ - 15 იან
სტარტი
დისტანციური არხების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას დისტანციური არხების მენეჯერის პოზიციაზე.


სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.


პასუხისმგებლობები:

  • დაზღვეულებთან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია მათი მოთხოვნების შესაბამისად;
  • არსებული პორტფელების მართვა და პოლისებთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა არხიდან მიღებულ მოთხოვნებზე რეაგირება და ინფორმაციის მიწოდება;
  • პოტენციური დაზღვეულებისთვის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდული პოლისების პროგრამული ასახვა და ცვლილებების განხორციელება;
  • სადაზღვევო პროგრამაში მუშაობა;
  • სადაზღვევო პოლისების განახლების შეთავაზება დაზღვეულებთან;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.


მოთხოვნები:

  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დისტანციური არხების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 16 იანვარი.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 39
უნიკალური ნახვები 37