16 დეკ - 14 იან
სტანდარტი
უმცროსი იურისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mariam.kiladze@tbilisidryport.com
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის თებერვალში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს.
თბილისი დრაი პორტი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე
პოზიციის შესახებ: უმცროსი იურისტი უზრუნველყოს კომპანიის შესაბამისობა ადგილობრივ კანონებსა და რეგულაციებთან, ასევე კორპორატიულ გაიდლაინებთან. სამართლებრივი პრეტენზიების და სხვა სამართლებრივი საკითხებში ჩართულობა. კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ ასპექტებთან დაკავშირებული რისკის შეფასება და რისკების მართვა.
დეპარტამენტის შესახებ:
ეს პოზიცია ექვემდებარება იურიდიულ მენეჯერს და თანამშრომლობს HR & QHSSE-ის ხელმძღვანელთან, ისევე როგორც სხვა მენეჯერებთან საჭიროების შემთხვევაში.
გამოცდილება და უნარები:
- ბაკალავრის ხარისხი, სასურველია სამართლის სფეროში
- იურიდიული გამოცდილება ლოგისტიკის/ტრანსპორტის სფეროში სასურველია.
- აღნიშნულ პოზიციაზე 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების ძალიან კარგად ცოდნა (წერილი, ვერბალური).
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს დაგეგმვის და დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი ეთიკური სტანდარტები.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოახდინოს ყველა შეთანხმებისა და იურიდიული დოკუმენტის შესაბამისობა შესაბამის კანონებთან და რეგულაციებთან.
- მოახდინოს შეთანხმების, პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობა კორპორაციულ წესებთან
- იმუშაოს, შექმნას და შეამოწმოს ყველა შეთანხმების და კონტრაქტის პროექტი
- მოახდინოს კომპანიის დაცვა კონტრაქტული და/ან ბიზნეს რისკებისგან
- კოორდინაცია სასამართლო და იურიდიულ პროცესებთან
- სამართლებრივი პრეტენზიების წამოწყება და შემდგომი განხორციელება
- შეინარჩუნოს კორპორატიული ურთიერთობა იურიდიულ ორგანოებთან და ორგანიზაციებთან
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 16 იანვარი
წარმატებას გისურვებთ!
იურიდიული
იურისტი
ნახვები 291
უნიკალური ნახვები 277