შემდეგი
18 დეკ - 15 იან
ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cargon.com
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია კარგონი ეძებს ფინანსურ ანალიტიკოსს. (https://cargon.com/ge_en/)
კომპანია კარგონის საქმიანობის სფეროა საერთაშორისო გადაზიდვები, კომპანია დაარსადა 2016 წელს და დღეის მდგომარეობით საქართველოს გარდა ფილიალები აქვს აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში და უზბეკეთში.
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას N 37-39, გრატოს ბიზნეს ცენტრი
სამუშაო ფრაფიკი: 10:00-18:30 საათი, შაბათი-კვირა დასვენება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფინანსური მონაცემების გაანალიზება საოპერაციო ეფექტურობისა და მომგებიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად
- ფულადი სახსრების ნაკადების ანალიზი და ხარჯების კონტროლი
- პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის გუნდისთვის წარდგენა
- სახელშეკრულებო ვალდებულებების მონიტორინგი და შეთანხმებული პირობების დაცვის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, სასურველია ეკონომიკური მიმართულების სპეციალობაში (ბიზნესის ადმინისტრირება, ბუღალტერია, ფინანსები ან მასთან დაკავშირებული სფერო)
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის ფინანსურ ან ბუღალტრულ როლებში, სასურველია საკონსულტაციო ან მსგავს ინდუსტრიაში
- ანალიტიკური და სამეწარმეო აზროვნება, სწავლის სურვილი
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების, როგორც სალაპარაკო, ასევე წერილობითი თავისუფლად ფლობა
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის დემონსტრირებული გამოცდილება სწრაფად ცვალებად გარემოში
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargon.com
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი
ნახვები 80
უნიკალური ნახვები 75