შემდეგი
18 დეკ - 17 იან
სტანდარტი
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
კომპანია
- სრული განაკვეთი
- 2800 - 3000
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: mariam7beradze@gmail.com
სამშენებლო კომპანიაში გვაქვს აქტიური ვაკანსია ‘’მთავარი ბუღალტრის’’ პოზიციაზე
პოზიციის დასახელება: მთავარი ბუღალტერი
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 10:00-19:00
ანაზღაურება: 2800-3000 (Net)
მოვალეობები:
- საკანონმდებლო მოთხოვნების და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება და პრაქტიკაში განხორციელება;
- შესაბამისი საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის წარმოება, დროში ოპტიმალურად დაგეგმვა და მართვა, საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება (ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები);
- საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
- საბუღალტრო რეპორტების მომზადება, კომპანიის მიერ ნაკისრი ნებისმიერი ფინანსური ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებით ყველა საბუთის შემოწმება, ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით გავლა და დადასტურება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად;
- დროული და ჯეროვანი ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, კომპანიის თანამშრომლებთან სახელფასო მიმართულებით და საგადასახადო ორგანოებთან;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება, გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამის უწყებაში წარდგენა;
- საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- ბანკებთან ურთიერთობა/ფინანსური ანგარიშგების მონიტორინგი
- დამხმარე ბუღალტერის მიერ შესრულებული დავალებების მუდმივი მონიტორინგი.
პროფესიული მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, აუცილებელია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Oris);
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, საგადასახადო კოდექსის და Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS)
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam7beradze@gmail.com . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 210
უნიკალური ნახვები 203