დღეს - 16 იან
სტანდარტი
ივენთ მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ginoparadise.ge
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!
ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.
"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ივენთ მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- ღონისძიებების და აქტივობების გეგმების, ვადების და გრაფიკების შემუშავება;
- ღონისძიებების და აქტივობების ბიუჯეტის მართვა, ხარჯების კონტროლი და საოპერაციო პროცესების ეფექტურად წარმართვა;
- ღონისძიების და აქტივობისთვის საჭირო პერსონალის მომზადება და ზედამხედველობა;
- გუნდის წევრებს შორის დავალებების და პასუხისმგებლობების გადანაწილება;
- სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა საჭირო სერვისების მისაღებად;
- ღონისძიებების და აქტივობების რისკების მართვის გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- ღონისძიებების და აქტივობების შესრულების ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
საჭირო პიროვნული უნარები:
- კარგი კომუნიკაციური უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლიანობა
- ორგანიზებულობა
- დროის მართვის უნარი
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !
გისურვებთ წარმატებას!
ტურიზმი/გართობის სექტორი
ღონისძიებების მენეჯერი
ნახვები 127
უნიკალური ნახვები 116