18 დეკ - 16 იან
ცვლის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 33 22 99
სატვირთო ტერმინალი შპს "თბილისი კარგო სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ცვლის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ- დან 19:00 სთ-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 10:00 სთ- დან 15:00 სთ-მდე
ანაზღაურება: თვეში 1500 ლარი ხელზე ასაღები
ჯანმრთელობის დაზღვევა უფასოდ

სასაწყობე მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად

სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე სწავლებას და ტრეინინგებს დამსაქმებელი უზრუნველყოფს უფასოდ, სწავლების შედეგად გაცემული სერტიფიკატები შპს-ს საკუთრებაა და ხელზე არ გაიცემა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel);
  • უცხო ენების ინგლისური, რუსული ცოდნა

უნარ-ჩვევები:
  • გამართული საუბრის მანერა;
  • სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის პროცესის განხორციელება, მათ შორის ჩართულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.

ცვლის უფროსის ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • აწარმოოს ტვირთის/ფოსტის დროული ჩატვირთვა და გადმოტვირთვა, არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი და პასუხს აგებს ტვირთის/ფოსტის დაუზიანებლად ჩატვირთვასა და გადმოტვირთვაზე.
  • დადგენილი ნორმებით დაიცვას ტვირთი/ფოსტა, ტერიტორიაზე არსებული რეჟიმის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს გადაზიდვის უსაფრთხოება.
  • შეამოწმოს და მიიღოს ტვირთი/ფოსტა და მიიტანოს ტერმინალის საწყობში.
  • დაზიანებული ტვირთის/ფოსტის მიღების შემთხვევაში შეადგინოს სათანადო საბუთები.
  • დაიცვას ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების უსაფრთხოების ტექნიკა.
  • არ აწარმოოს ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები გაუმართავი მექანიზაციის შემთხვევაში.
  • არ აწარმოოს ტვირთის/ფოსტის ჩატვირთვა ჩატვირთვის სისწორეზე პასუხისმგებელი პირის გარეშე.
  • დაიცვას გადაზიდვების წესები ტვირთის/ფოსტის მიღების დროს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: d.guruli@tcsterminals.ge ან დაგვიკავშირდით: +995 599 33 22 99.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
ნახვები 44
უნიკალური ნახვები 41