დღეს - 15 იან
სტანდარტი
იურისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: giorgishalamberidze@lbp.ge
იურიდიული კომპანია LBP Law Office აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილებით უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა ქართულ და უცხოურ ენებზე;
- კომპანიის კლიენტებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
- კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი (მინიმუმ);
- აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ;
- ინგლისური ენის უმაღლეს ცოდნა (C1);
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- ადვოკატის სტატუსი.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კომუნიკაბელური;
- ყურადღებიანი
- ორგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული
ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- მზარდი ბიზნესი;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე giorgishalamberidze@lbp.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 იანვარი
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
იურიდიული
იურისტი
ნახვები 177
უნიკალური ნახვები 175