19 დეკ - 17 იან
საერთაშორისო შესყიდვები/იმპორტის კოორდინატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
SMOTORS აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების/ იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი, მ. გახოკიძის 4.(ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია ეს მოტორსი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"ეს მოტორსი" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების/იმპორტის სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვა / ორგანიზება.
  • მომწოდებლების საერთაშორისო ბაზრის კვლევა, შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და ანალიზი; ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია.
  • სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების წინასწარი განსაზღვრა; ე. წ (forecast) -ის ფორმირება.
  • პოტენციურ/არსებულ მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობების, მოწოდების ვადებისა და გადახდის პირობების მუდმივი კონტროლი; პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება;ფასების მინიმალიზაციის მიზნით.
  • მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ექსპორტის დოკუმენტაციის) სისწორის კონტროლი;
  • პროდუქციის წარმოების ვადების კონტროლი შესყიდვის მოთხოვნიდან საწყობში მოწოდებამდე;
  • სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსაუხრების ვადებისა და ფასების მუდმივი კონოტროლი/ შედარება ოპტიმალური შემოთავაზებების მისაღწევად;
  • ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტების, დეკლარირებული ინფორმაციის სისწორის და თანმხლები დოკუმენტების სისრულის მუდმივი კონტროლი;
  • საბაჟო კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და პროცედურების კონტროლი;
  • იმპორტირებული პროდუქციის შიდა ტრანსპორტირების (საბაჟო გამშვები პუნქტიდან ცენტრალურ საწყობამდე) უზრუნველყოფა.
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება; ასევე
  • შესყიდვების რეპორტის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა წინასწარ
  • განსაზღვრული პერიოდულობით;

საკვალიფკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია ეს მოტორსი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)
ნახვები 17
უნიკალური ნახვები 17