19 დეკ - 17 იან
სტანდარტი
ბუღალტრის ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cv@wishlist.ge
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას “ბუღალტრის ასისტენტის“ პოზიციაზე, რომელიც იქნება ბუღალტერიის გუნდის წევრი.
სამუშაო ადგილი: თბილისი მოლი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- ბანკის ოპერაციების ასახვა პროგრამულად.
- სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა / დადასტურება, მოთხოვნების გაგზავნა, (RS.ge-ზე მუშაობა);
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უზრუნველყოფა, აღრიცხვა-მონიტორინგი, კომპანიის პორტალზე ელექტრონულ ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
- სალაროში ფულადი ნაკადების მოძრაობის ყოველდღიური კონტროლი: საქვეანგარიშო პირებისთვის თანხების ყოველდღიური მოთხოვნა, თანხის გაცემა/დაბრუნება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
- კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული დღის, თვის, კვარტლის დახურვაში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით.
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- საბუღალტრო პროგრამა "1 C "-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი უნარები:
- ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო საათები: სრული განაკვეთით.
- დასვენების დღეები: შაბათი, კვირა.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;
- Fitpass
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: cv@wishlist.ge
გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ბუღალტრის ასისტენტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე
ნახვები 131
უნიკალური ნახვები 126