შემდეგი
19 დეკ - 10 იან
სტარტი
ტენდერი საინჟინრო სამუშაოების მოწყობის თაობაზე
ქუთაისი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
შპს „ავერსი–ფარმა“ აცხადებს ტენდერს მის კუთვნილ ტერიტორიაზე ქ. ქუთაისში, ბუკიას ქუჩა. #23-ში საინჟინრო სამუშაოების მოწყობის თაობაზე
პროექტის აღწერილობა:
- შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა;
- ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი;
- აფიდავიტი;
შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც მომსახურეობის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, მყიდველთან შეთანხმებული ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- ღირებულება დანართების შესაბამისად;
- შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების პირობა;*
- მომსახურების დეტალური აღწერილობა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, ელ.ფოსტა;
- ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- სამუშაოს ღირებულება (დღგ–ს ჩათვლით);
- ხელმოწერილი აფიდავიტი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე განცხადებას დანართი #3–ის სახით.
თუ საქონლის მოწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
კომპანიის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა.
სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ხარისხი, კვალიფიკაცია (შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენით);
- ღირებულება;
- მომსახურების გაწევის ვადა და პირობები;
- ანგარიშსწორების პირობა;
- აღნიშნულ სფეროში არსებული გამოცდილება;
გამარჯვებულ პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მოეთხოვოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა:
- აბანკო რეკვიზიტები, დამოწმებული ბანკის სველი ბეჭდით;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან
- "შეღავათების მქონე გადამხდელი";
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
პრეტენდენტთა საყურადღებოდ!
ტენდერი ტარდება 1 კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს პრეტენდენტთა შორის ელექტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი კონკურენტული/საბოლოო სატენდერო წინადადებები (მათ შორის საბოლოო ფასები).
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 იანვარი, 16:00 საათი www.etenders.ge -ს საშუალებით. გამარჯვებულ პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა ეცნობება დამატებით.
ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის და ინფორმაციის დაზუსტებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: გიორგი გაბადაძე, ტელ.: +995558200880, ზვიად ყურაშვილი ტელ. +995593615857, მაია კოჩაძე, ტელ.: +995577951085;
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, სატენდერო მიზნებისთვის. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
https://shorturl.at/ZRh60
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 85
უნიკალური ნახვები 84