შემდეგი
20 დეკ - 10 იან
აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმანი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 2000
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- აზერბაიჯანული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy.icn@gmail.com
საქართველოს ამბები თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას აზერბაიჯანულენოვანი რეპორტიორი/თარჯიმნის პოზიციაზე.
ანაზღაურება 2000 ლარი. დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარ-ჩვევები:
დამატებითი ბენეფიტები:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 იანვარი.
- საქართველოს ამბების აზერბაიჯანულენოვანი გამოცემისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე;
- ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა;
- სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა/რედაქტირება აზერბაიჯანულ ენაზე.
- ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი).
- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
- მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- საქართველოს ამბები მზად არის შერჩეულ კანდიდატს დაეხმაროს ჟურნალისტური უნარების განვითარებაში, როგორიცაა თხრობის, წერისა და გადაღების ტექნიკები.
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
- სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 იანვარი.
გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.
„საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბებს“ ეკუთვნის „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.

ადმინისტრაცია
თარჯიმანი
ნახვები 29
უნიკალური ნახვები 26