23 დეკ - 21 იან
სტარტი
სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
PayBox
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@oppa.ge
სს "PayBox" აცხადებს ვაკანსიას სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სს „ოპპა“ , რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
პოზიციის მიზანია, სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების სამუშაო პროცესის ეფექტურობის გაზრდა, პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობის პროცესის მხარდაჭერა.
რას გააკეთებ:
- სააგენტო ქსელის მართვის განყოფილების მიმდინარე ოპეარციებში ჩართულობა;
- პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა;
- აგენტების საბრუნავი თანხების ბალანსზე ასახვის პროცესში;
- კომპანიის სტრუქტურულ/რეგიონალურ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
- დოკუმენტებთან მუშაობა/მართვა/შედგენა;
- უშუალო უფროსის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
სასურველია:
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება.
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- დამოუკიდებელლად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და
აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 49
უნიკალური ნახვები 48