დღეს - 01 იან
სტანდარტი
ბუღალტერი
თბილისი, ჩუღურეთი, ი.ჯავახიშვილის ქ.
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@homer.ge
დეველოპერული კომპანია Homer-ი (ჰოუმერი) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის შესახებ
Homer-ი არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
Homer-ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყოველ სიტყვას აქვს ძალა.
ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://Homer.ge
სამუშაო პირობები
განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00 -19:00 სთ)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინო ჩხეიძის ქ. 3/1
ძირითადი ფუნქციები
- კლიენტის მიერ ჩარიცხული თანხების დეტალური აღრიცხვა და პროგრამა ბალანსსა და Bitrix-ში გატარება
- კლიენტების კონტრაქტის პირობებისა და გადახდის განრიგის აღრიცხვა და კონტროლი
- კლიენტების გადახდებთან, ხელშეკრულებებთან და ა.შ. დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და გაგზავნა
- ყოველდღიური ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფასს და საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისად
- საბანკო ამონაწერების განთავსება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში
- ხელფასის გამოთვლაში მონაწილეობა
- შესყიდვების ასახვა
- მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება
თქვენს შესახებ
ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს:
- დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
- პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა)
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
- Excel-ის კარგი ცოდნა
- IFRS სტანდარტების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
- ACCA-ს რამდენიმე წიგნის ჩათვლა (ჩაითვლება უპირატესობად)
ანაზღაურება და ბენეფიტები
- ამ პოზიციაზე განსაზღვრული ფიქსირებული ყოველთვიური ხელფასი: 2,000 – 2,500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
- ჩვენ ასევე გთავაზობთ ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
ჩვენთან მუშაობის სხვა ბენეფიტები
- თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი ისტორიულ შენობაში
- პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო
- ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი
- კომფორტულად მუშაობის ყველა პირობა და უგემრიელესი ყავა ოფისში
- კორპორატიული და სხვადასხვა ღონისძიებები
შემდეგი ნაბიჯი თქვენზეა
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტით: vacancy@homer.ge
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ბუღალტერი”.
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ბუღალტერი”.
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
Homer-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
შპს ჰოუმერ გრუპი, (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩხეიძის ქუჩა, N 3; ქალაქი თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N 1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს ჰოუმერ გრუპი უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპმა თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 71
უნიკალური ნახვები 69