24 დეკ - 22 იან
სტანდარტი
პოს-ტერმინალების ტექნიკოსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@bs2.ge
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ პოს-ტერმინალების ტექნიკოსს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
- ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
- ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში
- მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია.
მოთხოვნები:
- პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ავტომობილის იჯარას;
- ავტომობილის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო ხარჯებს;
- Fit pass ბარათს;
ანაზრაურება: ფიქსირებული + ბონუსი + ზეგანაკვეთური (არსებობის შემთხვევაში).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს - ტერმინალების ტექნიკოსი.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ენერგეტიკა
ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ნახვები 29
უნიკალური ნახვები 29