დღეს - 23 იან
მიმღები ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995595335080
სასტუმრო "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 81
ანაზღაურება : 1000 ლარი (მიმღებში არის 4 თანამშრომელი)

ფუნქცია- მოვალეობები:
  • თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა, როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება
  • ოთახების სტატუსის გადამოწმება (სუფთა/დასასუფთავებელი)
  • კონფიდენციალობის დაცვა
  • სატელეფონო ეტიკეტის დაცვა

მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
  • კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს კვებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reservations@cruise.ge და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 595 33 50 80

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სასტუმრო "კრუიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)
ნახვები 12
უნიკალური ნახვები 12