შემდეგი
დღეს - 24 იან
ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@sabagroup.org
სამშენებლო კომპანია საბა აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, მთაწმინდა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ერთ თვიანი (ანაზღაურებადი) გამოსაცდელი ვადით.
ანაზღურება: 1500 ლარი (net) საწყის ეტაპზე.
პროფესიული მოვალეობები(უნარ-ჩვევები)
- შემოსავლების სამსახურის საიტზე მუშაობის გამოცდილება (RS.GE)
- სასაქონლო ზედნადების,ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, დაქირავებულ პირთა რეესტრის დამუშავება.
- ბანკის ჩარიცხვების, სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურის,სპეც-ფაქტურის პროგრამაში გატარება.
- პირველადი დოკუმენტების (ფულის მ/ჩ-ის აქტების, მომსახურების აქტების, შესყიდვის აქტების, ჩეკების) პროგრამაში გატარება.
- შესყიდული მასალების განაწილება შესაბამის ობიექტებზე, ყოველთვიურად მასალების მოძრაობის შედარება საქმის მწარმოებლებთან.
- მშენებლობაზე დახარჯული მასალების ყოველთიური ჩამოწერა ან/და სხვა ობიექტზე შიდა გადაზიდვით გადანაცვლება.
- შესყიდული საწვავის კვარტალური ჩამოწერა (ობიექტების, ან/და მანქანებისა და სპეც-ტექნიკის მიხედვით)
- ხელფასების მომზადება ,ტაბელების მიხედვით ჯგუფური გადარიცხვებითვის.
- ხელფასების ჯგუფური დარიცხვების მომზადება ობიექტების მიხედვით.
- ურთიერთშედარება მომწოდებლებთან (ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე )
- შესყიდული ძირითადი საშუალების შესაბამის ანგარიშზე გატარება და აღრიცხვა.
- ყოველთვიურად ანგარიშვალდებული პირებისგან გამოგზავნილი დოკუმენტების დამუშავება,დახარისხება (ობიექტის და საქმის მწარმოებლის მიხედვით)
პროფესიული მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსებში, საბუღალტრო სფეროში;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო და წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, FMG soft);
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sabagroup.org
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 38
უნიკალური ნახვები 38