დღეს - 24 იან
საკონდიტრო საწარმოს დირექტორი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს ,,ვასაძის პური“ აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის საკონდიტრო საწარმო -,,სანდომის“დირექტორის პოზიციაზე.
ობიექტი მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში, სოფ. მაკვანეთში.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით).

ფუნქცია/მოვალეობები:
  • კომპანიის გაყიდვების ზრდა.
  • გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
  • საწარმოო პროცესების კონტროლი: ახალი პროდუქციის შექმნისა და ასორტიმენტის ზრდაზე ზრუნვა;
  • გუნდის ეფექტური მართვა;
  • კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრდა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საწარმოო პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ფინანსების მართვის და ანალიტიკის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა;
  • აპლიკანტი უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

პიროვნული მახასიათებლები:
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და მათი სწორად გადანაწილების უნარი;
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • სიახლეებსა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com და სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმოება/ოპერაციები
წარმოების/ქარხნის მართვა
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4
მსგავსი განცხადებები