დღეს - 24 იან
სტანდარტი
წარმოების ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@agrohub.ge
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიურად მოახდინოს წარმოებაში მიღებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის და მიღების საწყობების მიხედვით;
- შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე მოახდინოს სავაჭრო დარბაზიდან უკან დაბრუნებების და საკვებად უვარგისი მზა პროდუქციის/ ნედლეულის ჩამოწერის პროცესების პროგრამული ასახვა.
- შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კერძოდ ზედნადებების ატვირთვა, კორექტირება, ზუსტი ინფორმაციის შეტანა;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი
ნახვები 31
უნიკალური ნახვები 31