27 დეკ - 25 იან
სტანდარტი
ლოკალური რემონტის ინჟინერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1200 - 1350
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@bs2.ge
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ლოკალური რემონტის ინჟინერს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება;
- პოს-ტერმინალების შეკეთება, შეცვლა გაწმენდა;
- სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წესის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
- სარჩილავთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, საკომუნიკაციო დონეზე;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
- Fit pass ბარათს;
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
- ანაზღაურება: 1200 – 1350 ლარი ( NET).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ლოკალური რემონტის ინჟინერი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ნახვები 13
უნიკალური ნახვები 13