27 დეკ - 25 იან
სტანდარტი
საოფისე ტექნიკის შეკემკეთებელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@myoffice.com.ge
"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/
"ჩემი ოფისის" გუნდში ვეძებთ თანამშრომლებს საოფისე ტექნიკის შეკეთების მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
- ტრენინგებსა და სწავლებებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საოფისე ტექნიკის დიაგნოსტიკა, დაშლა-აწყობა, შეკეთება, გატესტვა;
- შეკეთებულ მოწყობილობებზე რეპორტის წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ცოდნა აღნიშნული მიმართულებით (შესაძლებელია იყოთ თვითნასწავლიც);
- მოტივაცია და პროფესიული განვითარების ინტერესი.
პიროვნული უნარები:
- სპეციფიკური სამუშაოების ადგილზე შესწავლის უნარი;
- მოტივირებული და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საოფისე ტექნიკის შემკეთებელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილებ
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7