03 იან - 01 თებ
სტანდარტი
დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@stepsbatumi.ge
ტელეფონი:
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი 5/2
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
- აპარტ სასტუმროს დასუფთავების დეპარტამენტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობა;
- სასტუმროს ოთახების, საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების ყოველდღიური რუტინის სქემის შექმნა და შესრულების ზედამხედველობა;
- სასტუმროს ძირითადი საშუალებების და ინვენტარის მოვლის ზედამხედველობა;
- სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა, გუნდური მუშაობის ორგანიზება,დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და შესრულებული სამუშაობის მონიტორინგი;
- სამუშაო პროცედურების, სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და აღსრულების ზედამხედველობა;
- ინვენტარიზაციის პროცედურების შემუშავება და დადგენილ ვადებში განხორციელების ზედამხედველობა;
- მარაგების კონტროლი და საჭირო ინვენტარისა და დამხმარე საშუალებების შეკვეთა-შესყიდვის კოორდინირება;
- დეპარტამენტის ტრენინგ პროგრამის ჩამოყალიბება, თანამშრომლების სწავლება და გადამზადება, ყველა საჭირო ინსტრუმენტით აღჭურვა;
- დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა;
- დეპარტამენტის საოპერაციო ბიუჯეტის მონიტორინგი და ხარჯების ეფექტური მართვა;
საჭირო უნარები:
- გუნდის მართვის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასტუმროს საოპერაციო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- პროფესიული გადამზადების სერტიფიკატი სამუშაო პროფილით ჩაითვლება უპირატესობად;
- სხვა ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი ;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 06 თებერვალი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 84
უნიკალური ნახვები 82