06 იან - 04 თებ
ვიპ
ლოჯისტიკის საოპერაციო სუპერვაიზერი
თბილისი, ვერა, კოსტავას ქ.
ქარელის მუნიციპალიტეტი, რუისი
ფოთი
- სრული განაკვეთი
- მივლინება
- გამოცდილება აუცილებელია
- მართვის მოწმობაB
- ქართული,ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Ani.Khutsishvili@goldwind.com
Goldwind აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის საოპერაციო სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაოს შესახებ:
- გოლდვინდი, სანდო გლობალური სტრატეგიული პარტნიორი განახლებად ენერგიებში, ეძებს ლოგისტიკის ოპერაციულ ზედამხედველს ჩვენი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტისთვის შიდა ქართლის რეგიონში, საქართველოში.
- პოზიციაზე გასაუბრება დაიწყება 2025 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან. ვაკანსია გახსნილი იქნება მხოლოდ საქართველოს. დაინტერესებულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა ამოირჩიონ ძირითადი სამუშაო ადგილი თბილისსა და შიდა ქართლს შორის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის დისტანციური და აუცილებელია კანდიდატს შეეძლოს სამუშაო მივლინებებში წასვლა თბილისში, ფოთსა თუ შიდა ქართლში (რუისში.).
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტული ხელფასი და ბონუსები.
- ყოვლისმომცველი საშეღავათო პაკეტი, მათ შორის მობილური ტელეფონის გადასახადის, ტრანსპორტის, სამუშაო დღის ლანჩისა და სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურება.
- პრაქტიკული ტრენინგი და მენტორობა ქარის ენერგიის ინდუსტრაში გამოცდილი პროფესიონალებისგან.
- საზღვარგარეთ საერთაშორისო ტრენინგების გავლის შესაძლებლობები და მრავალეროვნულ, მრავალფეროვან გუნდში მუშაობის გამოცდილება;
- წვდომა ონლაინ განათლების პლატფორმა, Goldwind Education- ზე , თქვენი პროფესიული, მენეჯერული და ზოგადი უნარების გასავითარებლად.
პასუხისმგებლობები:
- სატრანსპორტო მარშრუტის კვლევის გეგმის ფუნქციონირებისა და გამოყენებადობის ზედამხედველობა;
- ტრანსპორტირების ნებართვების და გზის მოდიფიკაციის ნებართვების შესრულების და ეფექტურობის მართვა დროის გონივრულ ვადაში, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებით.
- პორტის ოპერაციების ზედამხედველობა, საბაჟო პროცედურების დახმარება, სამუშაო პერსონალის და შესაბამისი აღჭურვილობის მობილიზება დროულად. სამშენებლო რესურსების რეგულარული ინსპექტირება ყველა დაინტერესებულ მხარესთან პორტსა თუ საწყობებში.
- მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სახის დაინტერესებულ მხარესთან რათა შემუშავებული იქნეს გონივრული გრაფიკი პორტში მატერიალის დატვირთვის, სახმელეთო ტრანსპორტირებისა და ობიექტზე გადმოტვირთვისთვის. გააკონტროლოს და გააუმჯობესოს სამუშაოს შესრულების პროცესი და (მუშახელის, მანქანების, ამწეების და სხვა აღჭურვილობის გონივრული განაწილება).
- პროექტის განხორციელების დროს, ყველა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრობლობა.
- ითანამშრომლოს მომწოდებლებთან, მოვაჭრეებთან და სატრანსპორტო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს მასალების დროული, სწორი და ეფექტური მიწოდება პროექტის საერთო განრიგის მიხედვით.
- ზედამხედველობის გაწევა ლოგისტიკური პროცესების ბოლომდე, რათა განუწყვეტლივ გაუმჯობესდეს ოპერაციების სრულყოფილება.
- ლოჯისტიკასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა, როგორიცაა კონტრაქტები, განბაჟების მოწმობა, კომერციული ინვოისები, შეფუთვის სია, დაზღვევა, ნებართვა და ა.შ.
- მუდმივი კომუნიკაცია შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარულად მასალების ხელმისაწვდომობის, მიწოდების სტატუსისა და განრიგის, შესრულების ანგარიშების, ლოგისტიკური ხარჯების ანალიზის და ა.შ.
- დაიცვას Goldwind-ის HSE და ხარისხის მოთხოვნა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მეილზე: Ani.Khutsishvili@goldwind.com
- უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
- როგორც ქართული, ასევე ინგლისური ენების ცოდნა.
- მოქმედი მართვის მოწმობის ქონა.
- ლოჯისტიკის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- საწყობის ექსპლუატაციისა და პროექტის მენეჯმენტის გამოცდილება იქნება დიდი პლიუსი.
- პროფესიული ცოდნა საქართველოს იმპორტისა და ექსპორტის რეგულაციების, ინდუსტრიის სტანდარტის, განბაჟების, მარშრუტების ოპტიმიზაციის შესახებ და ა.შ.
- გაძლიერებული MS Office უნარები.
- ძლიერი ანალიტიკური, დაგეგმვისა და პრობლემის გადაჭრის უნარები და ინიციატივის აღების სურვილი.
- შედეგზე ორიენტირებულობა და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მეილზე: Ani.Khutsishvili@goldwind.com
Goldwind-ის შესახებ
Goldwind არის სანდო გლობალური სტრატეგიული პარტნიორი სუფთა ენერგეტიკაში. კომპანია მიზნად ისახავს ენერგეტიკის ტრანსფორმაციის ხელშეწყობას, რათა უზრუნველყოს ხელმისაწვდომი, საიმედო და მდგრადი ენერგია ყველასთვის. გოლდვინდი სპეციალიზირებულია ენერგიის განვითარებაში, ენერგეტიკულ მოწყობილობებში, ენერგეტიკულ სერვისებში და ენერგიის გამოყენებაში. კომპანია იყენებს თავის გლობალურ ქსელს და საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკებს განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
Goldwind არის SZSE და HKEX ბირჟებზე ლისტირებული კომპანია და არაერთხელ აღიარებული, როგორც: „კორპორატიული კლიმატის ლიდერი“, „ყველაზე პატივცემული კომპანია აზიაში“, „საუკეთესო ინვესტორთა ურთიერთობების კომპანია“, და დაჯილდოებული, როგორც „მსოფლიოს 50 ყველაზე ინოვაციურ კომპანიებს შორის“, „Carbon Clean200“, „მსოფლიოს ახალი ენერგეტიკული კომპანიების ტოპ 500“, „ახალი სიმდიდრის საუკეთესო ლისტირებული კომპანიები“, „Fortune ტოპ 500 ჩინური კომპანიები“ და სხვა აღიარებებით.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
ნახვები 706
უნიკალური ნახვები 687