დღეს - 25 იან
სტანდარტი
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 5 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@chita.ge
კომპანია „ჭიტა“ 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწობით.
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალიასიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია „ჭიტა“იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე:
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლი ხეივანი #19 ;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული;
სამუშაო საათები 09:30 – 18:30;
ანაზღაურება: შეთანხმებით ( კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
განათლება: უმაღლესი
ბენეფიტები: დაზღვევა, ფიტპასი;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სააღრიცხო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა;
- ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსურ რეპორტინგის სტანდარტებთან (IFRS) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
- ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება, საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
- თვის დახურვის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
- ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი, ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და აღრიცხვა;
- პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- სხვადასხვა ფინანსური რეპორტების წარმოება და წარდგენა მმართველ გუნდთან/დამფუძნებლებთან.
- კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლების სხვა დავალებების შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვის) განხრით;
- 5+ წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მთავარი ბუღალტერი);
- სასურველია მუშაობის გამოცდილება საცალო ვაჭრობაში;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა( IFRS)
- ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
- Fina-ს პროგრამებში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
- ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა.
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@chita.ge 25 იანვრის ჩათვლით და Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება,
გისურვებთ წარმატებას.
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 296
უნიკალური ნახვები 269