08 იან - 07 თებ
ვიპ
Მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ლიდერი
თბილისი, საბურთალო, ნუცუბიძის ქ.
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ქართული,ინგლისური,გერმანული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@doktorabc.com
Helfy აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: Მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ლიდერი
ლოკაცია: ნუცუბიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 ან 10:00 - 19:00
Ჩვენს შესახებ: Helfy არის მზარდი, საერთაშორისო კომპანია სამედიცინო სფეროში, რომელიც ოპერირებს გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში.
ჩვენი მისიაა შევიტანოთ სიახლეები ინდუსტრიაში განსხვავებული სამედიცინო სერვისების მიწოდებით.
Სამუშაოს აღწერა:
- გუნდის ხელმძღვანელობა: მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელობა, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.
- გუნდის განვითარება: გუნდის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა.
- პერფორმანსის კონტროლი: გუნდის წევრების პერფორმანსის მონიტორინგი, შეფასება, შესაბამისი რეპორტების მომზადება და გუნდის წევრების დახმარება.
- პერფორმანსის მაჩვენების შესაბამისობა: ყველა აგენტის მაჩვენებლის შესაბამისობა კომპანიის მიერ დადგენილ მიზნებთან.
- კომუნიკაცია: ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება.
- ტრენინგი: ტრენინგ პროგრამების შემუშავება, მათი ჩატარება და გუნდის უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესება
- ტრენინგის გეგმა: ყველა გუნდის წევრისთვის ტრენინგისა და განვითარების გეგმის მიყოლა
- უკუკავშირი: მომხმარებელთა უკუკავშირის მონიტორინგი და მომსახურების გაუმჯობესების გზების პოვნა
- სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა: სხვადასხვა დეპარტამენტთან ერთად მუშაობა მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით
- ბიზნესის სიახლეები: ბიზნესის განვითარებისა და ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის განახლება.
- დასწრება & თანამშრომელთა შენარჩუნება: კომპანიის მეთოდოლოგიის, გუნდის შეხედულებებისა და საკუთარი ინიციატივების დახმარებით ისეთი მიზნების მიღწევა, როგორიცაა: თანამშრომელთა დასწრება და შენარჩუნება.
- მიზნების მხარდაჭერა: მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმძღვანელის მხარდაჭერა მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში და შედეგზე ორიენტირევული კულტურის შექმნა
- მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესება: მომხმარებელთან კომუნიკაციისას აგენტების პროფესიონალიზმისა და ეფექტურების კონტროლი.
Მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- ინგლისური ენის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.
- გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.helfy-შ
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი.
Ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ ოფისს ქალაქის ცენტრში.
- სამედიცინო დაზღვევას.
- სოციალური და ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
- საერთაშორისო გუნდს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა გქონდეთ კომუნიკაცია კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, შვედეთი და თურქეთი.
თუ დაინტერესებული ხართ მზარდ, საერთაშორისო კომპანიაში მუშაობით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@doktorabc.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
Წარმატებებს გისურვებთ!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კლიენტთა მომსახურება
ნახვები 106
უნიკალური ნახვები 101