დღეს - 06 თებ
სტანდარტი
მიმტანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
2025 წლის იანვარში, ნინოშვილის ქუჩაზე, ახალი სასტუმრო და რესტორანი იხსნება.

პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "ვილბურ ჰოლდინგი", ახორციელებს.

"ვილბურ ჰოლდინგის" გუნდის მიერ განხორციელებული სხვა პროექტებია, საქართველოში ისეთი ბრენდების შემოყვანა როგორიც არის IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), MessyWeekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES concept store და სხვა.

სასტუმროსა და რესტორნის გუნდი ამჟამად ყალიბდება და ვეძებეთ ახალ წევრს მიმტანის პოზიციაზე.

გუნდის ახალ წევრს ვპირდებით, სარესტორნო ბიზნესში, საუკეთესო გამოცდილების მქონე კადრებისგან დასავლური სტანდარტების სწავლებას, საუკეთესო სამუშაო გარემოსა და კომპანიის შიგნით განვითარების პესპექტივას.

რა იქნება შენი მოვალეობა:
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • მაგიდის სერვირება;
  • სტუმრის სრულყოფილი მომსახურება- შეკვეთის მიღება, გამზადებული შეკვეთის დროულად მიწოდება, პროცესში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
  • სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთის საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება და გადახდის მიღება;
  • სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

აუცილებელი პირობაა ინგლისურის ენის ცოდნა, ხოლო დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
  • განათლება F&B მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში.

რა უნარები დაგჭირდება:
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • განსაკუთრებულად კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას;
  • თანამშრომლობის კომპანიის ობიექტებში სპეციალურ ფასს;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 69.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@wilbour.com და აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 34
უნიკალური ნახვები 33