შემდეგი
08 იან - 22 იან
სტარტი
„ვიანი“ აცხადებს იურისტის ვაკანსიას თბილისში .
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, იარაჯულის #8
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა:
- კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციისა და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე;
- ინიციატორ სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება, ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
- დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად წერილების და განცხადებების პროექტების მომზადება ვიზირება და საჭიროების შემთხვევაში მათი ვიზირების უზრუნველყოფა;
- დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ბრძანებებისა (საკადრო ბრძანებების გარდა), რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
- კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მისაღებად აუცილებელი მოქმედებების განხორციელება;
- კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
- სასამართლოში, მედიაციაში და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
- დირექტორების და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილება;
- კომპანიის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და რეგულაციების (ფორმალური და არაფორმალური წესები) დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი; ახალი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება და პერსონალისათვის გაცნობა უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;
- სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, მისი სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშებისა და რაპორტების მომზადება;
- სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება;
- შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
- აუცილებელია იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ჯანდაცვის სექტორში);
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით Microsoft office;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- კონფლიქტების მოგვარების უნარი;
- დროის ეფექტურად გამოყენება;
- ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
- შედეგზე ორიენტაცია;
- მიზანმიმართულობა;
- დამოუკიდებლობა/ პასუხისმგებლობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 22 იანვარი, 2025
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს : https://vian.health/ka/career/?careerId=1254
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
იურიდიული
იურისტი
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 21