შემდეგი
დღეს - 07 თებ
სტანდარტი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი, მთაწმინდა
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: L.nakopia@Restosoft.ge
რესტოსოფტი არის კომპანია, რომელიც ეხმარება რესტორნებს პროცესების ავტომატიზაციაში. ჩვენი პროგრამა წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, 75 000-მდე რესტორანში. ასევე ვმუშაობთ საკონსულტაციო და აუთსორსინგული მიმართულებით.
აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- მიმდინარე და ახალ მომხმარებლებთან სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია
- პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების ჩატარება და ჩვენი მომსახურების შეთავაზება
- კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა
- ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა
- შიდა CRM - ში მუშაობა
- თიმ ტრენინგებზე დასწრება
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი გაყიდვებში )
- რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე,
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კეთილგანწყობილება და თავაზიანობა
- პუნქტუალურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სწრაფად მზარდი, სტაბილური კომპანია
- კარიერული განვითარება
- მეგობრული და პროფესიონალური გუნდი
- უფასო ტრენინგები
- საინტერესო და მრავალფეროვანი დავალებები
- სხვადასხვა სახის თიმ ბილდინგები
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებაზე) + მაღალ პროცენტიანი საბონუსე სისტემა
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი დინამიური გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო პროექტის განვითარებაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:
გელით ჩვენს გუნდში!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 48
უნიკალური ნახვები 46