დღეს - 07 თებ
სტარტი
რესტორნის სუპერვაიზერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@shotahotels.com
Shota@Rustaveli Boutique Hotel აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პოზიტიური და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფა. მის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე ფოკუსირება;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა. ყოველდღიური საქმიანობის უშუალო ზედამხედველობა და შემდგომ შეცდომებსა და მის გამოსწორებაზე მუშაობა;
- თანამშრომლების მიერ მენიუსა და სხვა ტექნიკური უნარების სწავლების კონტროლი;
- ეფექტურად და ზუსტად რეაგირება სტუმრის მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე;
- პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ოპტიმალურ დროში;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების კონტროლი;
- სტანდარტებით არსებული ჰიგიენური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი;
- რესტორნის ინვენტარსა და ჭურჭელზე ზრუნვა. ჭურჭლის მტვრევის კონტროლი და აღრიცხვა;
- სალაროსა და ჩეკების კონტროლი - დახურვის პროცედურების ზედამხედველობა და შესრულება;
- საკონფერენციო დარბაზის და მასთან დაკავშირებული სერვისების უზრუნველყოფის კონტროლი;
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის გამართულად ცოდნა; ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციის კარგი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას საღამოს ცვლაში;
გრაფიკი: საღამოს ცვლა 16:00-00:00, კვირაში 2 დასვენების დღე;
ფიქსირებული ხელფასი 1350ლ+ბონუსი მაღალ სეზონზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სერვისის მენეჯერი
ნახვები 13
უნიკალური ნახვები 13