დღეს - 30 იან
სტარტი
დისტანციური მრჩეველი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1100 - 1500
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქიში“ ვეძებთ დისტანციურ მრჩეველს და მისი ფუნქციები იქნება:
- მომხმარებელთა დისტანციური მომსახურება, სტანდარტებისა და სკრიპტების შესაბამისად;
- პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
- პირველადი კონსულტაციის გაწევა, დახმარება ბინის შერჩევაში;
- მომხმარებლის ინტერესებისა და პოტენციური შესაძლებლობების დადგენა;
- რელევანტური მომხმარებლების შეხვედრების ჩანიშვნა პერსონალურ მრჩევლებთან, კალენდრის შესაბამისად;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენაჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
- ანაზღაურება: 1100-1500 ნეტ
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კლიენტთა მომსახურება
ნახვები 81
უნიკალური ნახვები 75