შემდეგი
დღეს - 08 თებ
მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: gigaareshidze8@gmail.com
ბარ-რესტორანი "ინტრო" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
ბენეფიტი: კვება და ღამის საათებში ტრანსპორტირება.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, სულხან საბა N10
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი.
- მომსახურებისა და ხარისხის კონტროლი.
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
- მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მიღებული შეფასებების განხილვა გუნდის წევრებთან.
- სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი.
- პროდუქციისა და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა.
- გუნდის წევრების გრაფიკის შედგენა და მათი მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
- საოფისე პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ფლობა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლიანობა
- პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gigaareshidze8@gmail.com.
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
რესტორნის/ბარ მენეჯერი
ნახვები 21
უნიკალური ნახვები 18