შემდეგი
დღეს - 08 თებ
წარმოების ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწე
თბილისი, ფონიჭალა
- სრული განაკვეთი
- 1500
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: sandomi.career@gmail.com
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს „ვასაძის პურის“ საკონდიტრო სანდომი აცხადებს ვაკანსიას წარმოების ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.
ფუნქცია/მოვალეობები:
- საწარმოო პროცესის სრული ციკლის საათობრივი მონიტორინგი;
- საწყობში ნედლეულისა და დამხმარე მასალების აღრიცხვა/აღწერა;
- სახელფასო უწყისების მომზადება, კერძოდ, საწარმოს თანამშრომლების გამომუშავებული ანაზღაურების დათვლა;
- საწარმოო პროცესის დაგეგმავში (მათ შორის ადამიანური კაპიტალის თავლსაზრისით) მონაწილეობის მიღება;
- საწარმოო პროცესის მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმების შემუშავება და განხორციელება პრაქტიკაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება, სასურველია, წარმოების მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excell-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- დაგეგმარებისა და ანალიტიკის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00-18:00 (ორშაბათი-შაბათი);
სამუშაო ადგილი: ქვ. ფონიჭალა. ცოტნე დადიანის 1-ლი შესახვევი, N6;
ანაზღაურება: 1500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
ფიტპასსა და კორპორატიულ დაზღვევას;
მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას.
დაინტერსებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: sandomi.career@gmail.com და აუციებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
წარმოება/ოპერაციები
წარმოების/ქარხნის მართვა
ნახვები 28
უნიკალური ნახვები 27