13 იან - დღეს
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო აღწერილობა: საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი (ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო")

ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი

ორგანიზაციის შესახებ:
ძირითადი მოვალეობები:
პოზიცია პასუხისმგებელია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ფონდების მოძიების სტრატეგიისა და კამპანიების შემუშავებასა და განხორციელებაზე, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციის სერვისების პოპულარიზაციას, ახალი დონორებისა და ბიზნეს შესაძლებლობების განვითარებას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი იმუშავებს ორგანიზაციის დირექტორის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ, მჭიდროდ ითანამშრომლებს სამეთვალყურეო საბჭოსა და პოტენციურ დონორებთან.

მოვალეობები და ამოცანები:
  • კამპანიების შემუშავება და განხორციელება;
  • ორგანიზაციის ცნობადობის ამაღლება;
  • ფონდების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
  • მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
  • ფონდების მოძიების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
  • არსებული დონორების შენარჩუნების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება. პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ადგილობრივ ბიზნეს სექტორსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან.
  • დონორების მოძიება და პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციების/კომპანიების სიების შედგენა.
  • ორგანიზაციის სერვისების პოპულარიზაცია.
  • ორგანიზაციის PR საჭიროებების მართვა, მათ შორის მედიასთან ურთიერთობა.
  • სარეკლამო/ბეჭდური მასალების მომზადება.
  • სოციალური მედიისა და ვებგვერდის მართვა.
  • სასპონსორო წინადადებებისა და ანგარიშების მომზადება.
  • შიდა კომუნიკაციები, თანამშრომლებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.

საჭირო კვალიფიკაციები:
  • მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
  • მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის/ მარკეტინგის მიმართულებით.
  • ფონდების მოძიების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარები და მახასიათებლები:
  • ლიდერობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მაღალი მოტივაცია.
  • კომუნიკაციის უნარების ფლობა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობის გამოცდილება (მთავრობის წარმომადგენლები, დონორები, ჟურნალისტები და სხვ.).
  • მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ზეპირი და წერითი).
  • MS office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com

განაცხადები მიიღება 2025 წლის 24 იანვრამდე.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუსთვის დაკავშირება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება.

TOP მენეჯმენტი
მარკეტინგის დირექტორი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა
ნახვები 77
უნიკალური ნახვები 74