შემდეგი
17 იან - 01 თებ
მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@leadermed.ge
კლინიკა ,,ლიდერმედი“ აცხადებს მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსიას
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30 -საათამდე;
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება:
- სოციალური მედიის და სხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენებით მარკეტინგული კამპანიების წარმართვა;
- ბაზრის მოთხოვნის სისტემატური კვლევა და ანალიზი;
- სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედიის მართვაში ჩართულობა:
- სოციალური ქსელების/პლატფორმების და ციფრული არხების მართვის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და შესრულება;
- ოციალური მედიის კამპანიების შექმნა, განახლება და მათი მონიტორინგი (დიჯიტალ მენეჯერთან ერთად;
- ბრენდის სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობა:
- ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მისი სანდოობის შენარჩუნება;
- ბრენდის იმიჯის სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
- ბრენდირებული ნივთების და სხვა საჩუქრების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- პოტენციური მომხმარებლის მოზიდვის მიზნით შესაბამისი აქტივობების ინიცირება/დაგეგმვა;
- შიდა კომუნიკაციის სტრატეგიებს შესახებ თანამშრომელთა დაუყოვნებელი და მუდმივი ინფორმირებულობა კომპანიაში დაგეგმილი ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ;
- შიდა შეხვედრებს, თანამშრომლების ადგილობრივი და ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კონფერენციებს და სემინარებს ორგანიზება;
- კორპორატიული წვეულებების ან თიმბილდინგების ორგანიზება, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან ერთად;
- მარკეტინგული მასალების შექმნა:
- სარეკლამო და მარკეტინგულ მასალებსის შექნა (შესაბამის მომსახურე კომპანიასთან ერთად), როგორიცაა ბროშურები, პოსტერები, პრეზენტაციები და სოციალურ მედიაში გამოსაქვეყნებელი კონტენტები;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბრენდ მენეჯერის/ მარკეტინგის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის/ეკონომიკის განხრით;
- ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად საუბრისა და წერა-კითხვის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კრეატიული აზროვნების უნარი,
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი,
- ანალიტიკურად აზროვნების უნარი,
- შედეგზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას კლინიკაში არსებულ სერვისებზე
- კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2025 წ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ,,მარკეტინგის სპეციალისტი“
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა
TOP მენეჯმენტი
მარკეტინგის დირექტორი, რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა
ნახვები 40
უნიკალური ნახვები 35