14 იან - 12 თებ
სტანდარტი
სახელფასო ანგარიშსწორების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruitment-geo@mafcarrefour.com
„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას თბილისში სახელფასო ანგარიშსწორების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- HR სისტემაში თანამშრომელთა ხელფასების ადმინისტრირება
- ყოველთვიური სახელფასო ფაილების მომზადება
- სახელფასო უწყისების ფინანსურ დეპარტამენტთან წარდგენა და შედარება
- კომპანიაში დანერგილ HR სისტემებში თანამშრომელთა ხელფასებისა და კომპენსაციების სისტემური ადმინისტრირება და Payroll რეპორტინგი
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, ბიულეტენების, დეკრეტული შვებულებებისა და საბოლოო ანგარიშწორებების პროგრამული გატარება, კალკულაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
- შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება და მონიტორინგი
- თანამშრომელთა მონაცემების, ორგანიზაციაში მიმდინარე HR ცვლილებების მუდმივად განახლება და პროგრამაში ასახვა.
- HR- ის შიდა ნორმატიული დოკუმენტების შექმნა და წარმოება
- HR დოკუმენტების სწორად შენახვისა და დაარქივების უზრუნველყოფა
- თანამშრომლებთან, HR გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია და HR საჭიროებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება/დახმარების გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია HRM-ის და/ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელფასო ანგარიშსწორების მიმართულებით
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
- აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- სასურველია SAP - ში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
- ანალიტიკური აზროვნება
- დეტალებზე ორიენტაცია
- შედეგებზე ორიენტაცია, ორგანიზებულობა
- მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გარძნობა
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სახელფასო ანგარიშსწორების სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განხილება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ მიერ (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს“; 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@mafcarrefour.com;ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე. შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია“ დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
საგადასახადო ექსპერტი
ნახვები 30
უნიკალური ნახვები 30
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში